თბილისის გასასვლელში, ავტომაგისტრალზე პოლიციამ აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავა. მოქალაქეები პოლიციამ ავტომობილში ჩასვეს და გაიყვანეს.
პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის პერიოდულად არის დაპირისპირება.
მანამდე აქციაზე დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, “კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები, ნიკა მელია და თენგო თევზაძე.