National Geographic Traveler-ის გერმანული ვერსია საქართველოს გასტრო ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ სტატიას ავრცელებს, – ამის შესახებ აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე განცხადებით, გამოცემის ჟურნალისტმა ვერნერ ზიფერმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში იმოგზაურა და ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს გაეცნო.
სტატიაში აღწერილი საოჯახო მარნები, ღვინის მომზადების წესები და გერმანული დასახლებები საქართველოში.
„ღვინის წარმოება საქართველოში 8 ათასი წლის წინ დაიწყეს, ქართველებისთვის ყურძნის წვენის დამუშავება წმინდა საქმეა. ქვემო ქართლში აღმოაჩენთ შვავების ძველ დასახლებას, აქ ქუჩებში გერმანულ აბრებსაც შეხვდებით. შვავები საქართველოში მე-19 საუკუნეში დასახლდნენ, დაიწყეს მიწის დამუშავება და მევენახეობა. ღვინის მუზეუმში სურათებს აღმოაჩენთ, სადაც გერმანელთა სახლები და სახელებია. ინდუსტრიულმა შვავებმა საქართველოში გერმანელთა დასახლების შესახებ გაზეთიც გამოუშვეს. 1932 წლამდე, სანამ სტალინი რეპრესიებს ჩაატარებდა საქართველოს გერმანული დასახლება აყვავებული იყო“, – წერს ვერნერ ზიფერი.
„ჩვენ ვაგრძელებთ ქართული ღვინის შესწავლას, რომელიც კავკასიიდან მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ქართველებისთვის ღვინო ცხოვრების განსაკუთრებული ნაწილია, ღვინო დაკავშირებულია სტუმარმასპინძლობასთან, ცერემონიებთან, ტრადიციებთან და ქართულ სულთან“, – წერს National Geographic Traveler-ის ჟურნალისტი.
სტატიაში ღვინოსთან ერთად აღწერილი ქართული კერძები და კვების ობიექტები.