,,ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი ომის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი დღე იქნება“- სტივ უიტკოფი

6
spot_img

ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი ომის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი დღე იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა.

უიტკოფის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის საუბარი პუტინთან „გადაჭრის გარკვეულ გაუგებრობებს და მიგვიყვანს იქ, სადაც უნდა მივიდეთ“.

უიტკოფმა ღნიშნა, რომ სჯერა აშშ-სა და რუსეთის ლიდერების წარმატებული საუბრის.

„და მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული საუბარი. ისინი იცნობენ ერთმანეთს. პრეზიდენტი მტკიცედ არის განწყობილი ამ საკითხში რაიმეს მიღწევისთვის და თუ მას არ შეუძლია ამის გაკეთება, მაშინ ვერავინ შეძლებს“, – განაცხადა უიტკოფმა.

მისივე თქმით, აშშ-ის მიზანია, შეამციროს „უფსკრული მხარეებს შორის“.

„გარკვეულწილად თითოეული მხარე იცავს თავის პოზიციას. და ვფიქრობ, რომ ორშაბათი იქნება მნიშვნელოვანი დღე იმის განსაზღვირსთვის, თუ სად ვიმყოფებით და როგორ დავასრულებთ ამ მოლაპარაკებებს“,- განაცხადა უიტკოფმა.​​​​​​​​​​​​​​​​