ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები ირანს ტოვებენ. ამის შესახებ განცხადება სააგენტოს X-ის გვერდზე არის გამოქვეყნებული.
“ IAEA-სინსპექტორთა გუნდმა მშვიდობიანად დატოვა ირანი, ვენაში, სააგენტოს შტაბ-ბინაში დასაბრუნებლად, მას შემდეგ, რაც ისინი ბოლო კონფლიქტის პერიოდში თეირანში იმყოფებოდნენ.
IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა IAEA-ს მიერ ირანში საჭირო მონიტორინგისა და სავერიფიკაციო აქტიურობების რაც შეიძლება სწრაფად განახლების დეტალების საკვანძო მნიშვნელობა”, – ნათქვამია განცხადებაში.
საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, პარასკევს, 4 ივლისს, თეირანი ინსპექტორთა ბოლო ჯგუფმა დატოვა.