ათენში 5 000-ზე მეტი ადამიანი აპროტესტებს ისრაელის თავდასხმას ღაზას სექტორში და ქვეყანას პალესტინელების ხოცვა-ჟლეტის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ ვიბრძვით ხალხის მშვიდობისთვის. შეაჩერე პალესტინელი ხალხის ხოცვა ღაზაში“, – აცხადებენ დემონსტრანტები.
აქციის მონაწილეები ისრაელს „მკვლელ სახელმწიფოს“ უწოდებენ. აქციის მონაწილეები ისრაელის საელჩოსკენ გაემართნენ.