
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, რეგიონში სასწავლო პროცესი 26 თებერვალს არ განახლდება.
“სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 27 თებერვლამდე შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კიდევ ერთი დღით – 26 თებერვალს, რეგიონში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ”, – აცხადებენ უწყებაში.
აღსანიშნავია, რომ უამინდობის გამო, ბათუმში მუნიციპალურ ავტობუსებს მუშაობა შეწყვეტილი აქვთ. ბათუმში თოვლის საფარი 50 სანტიმეტრს აჭარბებს.