ქობულეთის შემოვლით გზაზე, ავარიის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს
შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, მათ სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია უტარდებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.