აშშ უკრაინას 200 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

22
spot_img

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ უკრაინას 200 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს, HIMARS-ის საარტილერიო საბრძოლო მასალას, ნაღმტყორცნების ჭურვებსა და Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს.