აშშ-საელჩო საქართველოში არა თუ პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად აკეთებს რამეს, არამედ პირიქით, თავისი ქმედებით პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ საყოველთაოდ გაცხადებულ პრიორიტეტებს , – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას.
როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, საელჩო „უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში“ .
“მთელი პასუხისმგებლობით შეიძლება თქმა, რომ აშშ-საელჩო საქართველოში არა თუ პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად აკეთებს რამეს, არამედ პირიქით, თავისი ქმედებით პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ საყოველთაოდ გაცხადებულ პრიორიტეტებს – უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში და აძლევს დამატებით დირექტივებს მოვლენების რადიკალიზაციის შესახებ დიფ სთეითის ქართველ აგენტებს!
მეტიც, საელჩო თავის განცხადებებში, მიუხედავად უმრავლესობის ლიდერის მწვავე კრიტიკისა, არც კი გაემიჯნა ასეთ მოქმედებებს!” , – წერს ლევან მაჭავარიანი “ფეისბუქზე“.
ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის საელჩომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის დღევანდელ განცხადებებს სრულიად მცდარი უწოდა. როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, მდინარაძის განცხადებები წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას.
„ბატონი მდინარაძის დღევანდელი განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას იმის შესახებ, თუ რას აკეთებს შეერთებული შტატების საელჩო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭრად – გახდეს ამერიკა უფრო უსაფრთხო