„ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, აშშ-ს მხრიდან ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების შეჩერებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
მისი განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.
„კოვიდ ვირუსის პირველი ტესტები, ყველაფერი ლუგარის ლაბორატორიაში შემოვიდა. ეს არის ულტრათანამედროვე სისტემა, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას იცავს, როცა მას შეჩერების საფრთხე ემუქრება, რა თქმა უნდა, შენ დამნაშავე ხარ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე და ეს დანაშაული „ქართულ ოცნებას“ აქვს ჩადენილი. ამიტომ უნდა შევცვალოთ 26 ოქტომბერს ეს ადამიანები. მათ ადამიანების ჯანმრთელობაც კი არაფერში აღელვებთ, ოღონდ რუსული კანონით იცხოვრონ ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ვაშაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, აშშ-სგან, დაახლოებით, 2 მილიონი ლარის დახმარება შეუწყდება.