აშშ-მა იემენში „ჰუსიტების“ სამიზნეებზე თავდასხმა განახორციელა

18
spot_img

აშშ-მა იემენში „ჰუსიტების“ სამიზნეებზე თავდასხმა კიდევ ერთხელ განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამერიკული ძალების სამიზნე იემენში სულ ხუთი რეგიონი იყო, სადაც „ჰუსიტების“ კუთვნილი დაახლოებით 14 რაკეტა გაანადგურეს, რომლებიც აშშ-ის თქმით, შესაძლოა, წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმისთვის ყოფილიყო განკუთვნილი.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის მიზეზი, „ჰუსიტების“ მიერ წითელ ზღვაში აშშ-ის კუთვნილ გემზე თავდასხმა გახდა.

“ჰუსიტებმა“ აშშ-ის გემზე წითელ ზღვაში თავდასხმა განახორციელეს. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იემენელ „ჰუსიტებს“ ტერორისტთა სიაში დააბრუნებდა.