,,აშშ-მა და რუსეთმა უკრაინაში ომის დასრულების მოდელად, ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროს ოკუპაცია განიხილეს”- The Times

0
spot_img

აშშ-მა და რუსეთმა უკრაინაში ომის დასრულების მოდელად, ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროს ოკუპაცია განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Times-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ სცენარის მიხედვით, რუსეთი სამხედრო და ეკონომიკურ კონტროლს დააწესებს ოკუპირებულ უკრაინაზე თავისი მმართველი ორგანოს მეშვეობით.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან დაახლოებული წყაროს ცნობით, იდეა რამდენიმე კვირის წინ გაჟღერდა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და მისი რუსი კოლეგების მოლაპარაკებების დროს.

„პრეზიდენტი ზელენსკი უარს ამბობს ტერიტორიების დათმობაზე, თუმცა ოკუპაციის მოდელი შესაძლოა იყოს მექანიზმი ზავის დასადებად, სამწელიწადნახევრიანი ომის შემდეგ“, – ნათქვამია სტატიაში.

„ამ მოდელის მიხედვით, უკრაინის საზღვრები არ შეიცვლება, ისევე როგორც არ შეცვლილა დასავლეთ სანაპიროს საზღვრები 58 წლის განმავლობაში, თუმცა ის ისრაელის კონტროლის ქვეშაა“, – აღნიშნულია სტატიაში.