აშშ ისრაელთან ერთად ირანზე თავდასხმაში მონაწილეობას არ მიიღებს

11
spot_img

აშშ არ აპირებს მიიღოს მონაწილეობა ისრაელთან ერთად ირანზე საპასუხო თავდასხმაში. ინფორმაციას Financial Times-ი ამერიკელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ისრაელისა და ამერიკის ჩინოვნიკები ირანის სამხედრო ობიექტებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე სამხედრო თავდასხმის საკითხს განიხილავენ. აშშ-ის წარმომადგენელმა თქმა, რომ ვაშინგტონი ამ დარტყმებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს“, – წერს გამოცემა.

ამასთან ერთად, გამოცემის მტკიცებით, ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში მიტანის საკითხს განიხილავს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მსგავსი თავდასხმის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა.

Financial Times-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადება მოჰყავს მაგალითად, რომლის თანახმადაც ამერიკა ეწინააღმდეგება ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც ახლო აღმოსავლეთში სრულყოფილ ომში გადაიზრდება. მილერმა აგრეთვე განაცხადა, რომ აშშ და ისრაელი თეირანის სარაკეტო თავდასხმის პასუხზე მსჯელობენ.

1 ოქტომბერს ისრაელის ცენტრალურ და სამხრეთ ტერიტორიების მიმართულებით ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ასობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. სხვადასხვა მონაცემით, მათი რაოდენობა 200-დან 500-მდე მერყეობდა. უმეტესობა ისრაელის თავდაცვის სისტემამ მოიგერია. ისრაელი ირანის მხრიდან თავდასხმას დიდ შეცდომას უწოდებს. პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ თეირანი ამისთვის საფასურს გადაიხდის.