აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში უკრაინასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი ყველა თანამშრომელი გაათავისუფლეს ან სხვა თანამდებობებზე გადაჰყავთ, – ამის შესახებ უკრაინელი სამხედრო ჟურნალისტი რომან ბოჩკალა სოციალურ ქსელში წერს.
„ახლახან გვქონდა შეხვედრა „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტებთან. ჩვენი საუბრის შემდეგ უკრაინული საკითხების პასუხისმგებელი კორესპონდენტი პენტაგონში გაემგზავრა უკრაინის შესახებ სიახლეების გასარკვევად. რადგან – ყურადღება – ყველა, ვინც უკრაინაზე იყო პასუხისმგებელი, გაათავისუფლეს, ან უფლებამოსილება შეუჩერეს, ან გადაიყვანენ სადმე სხვა თანამდებობებზე. სრული გადატვირთვა. ასე რომ, ცვლილებები აუცილებლად იქნება. ურთიერთობის ახალი ფორმატი. ცოტა შემაშფოთებელია ეს ყველაფერი, მაგრამ რატომღაც ასე იქნება“, – წერს უკრაინელი ჟურნალისტი.