მარკო რუბიომ, რომელიც აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარადგინა, განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს მოუწევთ დათმობაზე წასვლა.
„ეს ომი უნდა დასრულდეს და მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს შეერთებული შტატების ოფიციალური პოლიტიკა, რომ ჩვენ გვინდა [ომის] დასრულება. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ რეალისტურად შეხედოს სიტუაციას. დათმობებზე წასვლა მოუწევს რუსეთის ფედერაციას, მაგრამ ასევე უკრაინელებს“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.
მარკო რუბიოს თქმით, არარეალისტურია ფიქრი, რომ უკრაინას შეუძლია რუსული ძალების უკუგდება 2022 წლის შეჭრამდე არსებულ პოზიციებზე.
„პრობლემა, რომელსაც უკრაინა აწყდება, ის კი არ არის, რომ მათ ფული ეწურებათ, არამედ ის, რომ მათ უკრაინელები ეწურებათ“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.
„ის, რაც ვლადიმირ პუტინმა გააკეთა, მიუღებელია, ამაში ეჭვი არ გვეპარება, მაგრამ ეს ომი უნდა დასრულდეს და ვფიქრობ, ეს უნდა იყოს შეერთებული შტატების ოფიციალური პოლიტიკა, რომ ომის დასრულება გვსურს“, – დასძინა მან.