აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმეზე კონგრესში დაიბარეს

20
spot_img

ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი კიმბერლი ჩიტლი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმეზე კონგრესში დაიბარეს. რესპუბლიკელი კონგრესმენები მიიჩნევენ, რომ პენსილვანიაში გამართულ ყრილობაზე უსაფრთხოების ნორმები დაირღვა.

როგორც ABC News-ი წერს, ჩიტლი აღიარებს, რომ სააგენტომ ტრამპი სათანადოდ ვერ დაიცვა და მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას აიღებს. ამასთან, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ჩიტლი თანამდებობას დატოვეს.

დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა 13 ივლისს, პენსილვანიაში, ქალაქ ბატლერში მოხდა. ტრამპს რამდენჯერმე ესროლეს, ერთმა ტყვია პოლიტიკოს ყურში მოხვდა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე, ორი კი დაიჭრა. 20 წლის ტომას მეთიუ კრუქსი, რომელმაც ტრამპს ესროლა, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სნაიპერმა მოკლა.