
შეერთებულმა შტატებმა თავის მოკავშირეებს აცნობა, რომ აპირებს, შეწყვიტოს მონაწილეობა ევროპაში მომავალი სამხედრო წვრთნების დაგეგმვაში. ამის შესახებ შვედური გამოცემა Expressen წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება შვედეთში რამდენიმე სწავლებასაც შეეხება.
ამერიკული მონაწილეობის გაყინვა გავლენას არ მოახდენს წვრთნების დაგეგმვაზე, რომელიც უკვე შეთანხმებულია და 2025 წელს გაიმართება, აცხადებენ წყაროები.
„ეს ეხება წვრთნებს, რომლებიც ამჟამად „სახატავ დაფაზეა“, ანუ ცოტა მოგვიანებით“, – განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ.
თუ განზრახვები განხორციელდება, ეს ნიშნავს, რომ შვედეთი და ნატოს სხვა ქვეყნები იძულებულები იქნებიან, დაგეგმონ წვრთნები ამერიკის მონაწილეობის გარეშე, ან მხოლოდ მცირე ამერიკული ქვედანაყოფებით.
აშშ-ს სურს ევროპაში სამხედრო ხარჯების შემცირება და სხვაგან მიმართვა. ტრამპმა განაცხადა, რომ სურს, უპირატესობა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონს მიანიჭოს, განსაკუთრებული აქცენტით ჩინეთზე.
ამასთან, The Telegraph-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, გერმანიიდან ამერიკული ჯარების გაყვანისა და უნგრეთში გადაყვანის შესაძლებლობას განიხილავს.