აშშ დაიწყებს ომს ჩინეთის წინააღმდეგ, თუ პეკინი შეეცდება ტაივანის ძალით ხელში ჩაგდებას, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა მაიკლ მაკკოლმა განაცხადა.
მაკკოლი ტაივანში ჩავიდა სხვა ამერიკელ კონგრესმენებთან ერთად , რათა ჩინეთი შეეჩერებინა. მან გაიხსენა, რომ CIA-მ ადრე გააფრთხილა პეკინის გეგმების შესახებ ტაივანში 2027 წელს შეჭრაზე. მან, ასევე, აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში კონგრესს ექნება სამხედრო ძალის გამოყენების უფლება.
„ტაივანი სრულიად განსხვავებულ მდგომარეობაშია, ვიდრე უკრაინა. ჯერ ერთი, ისინი არ არიან საბრძოლო მზადყოფნაში და არ არიან მზად საბრძოლველად. ისინი არ არიან მზად ომისთვის“, – განმარტა კონგრესმენმა.
მაკკოლმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა დაიწყოს დისკუსიები იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან, ფილიპინებთან და ავსტრალიასთან ომის თავიდან ასაცილებლად ჩინეთის შეკავების გზებზე.