აშშ და რუსეთი საელჩოებში თანამშრომელთა რაოდენობის აღდგენაზე შეთანხმდნენ -აშშ და რუსეთი საელჩოებში თანამშრომელთა რაოდენობის აღდგენაზე შეთანხმდნენ

19
spot_img

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები შეთანხმდნენ მოსკოვსა და ვაშინგტონში საელჩოებში თანამშრომელთა რაოდენობის აღდგენაზე.

სააგენტო „ესოშიეითიდ პრესთან“ ინტერვიუში, რუბიომ აღნიშნა, რომ მხარეები დათანხმდნენ ვაშინგტონსა და მოსკოვში საელჩოებში პერსონალის რაოდენობის აღდგენას, რათა შეიქმნას მისიები უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების, ორმხრივი ურთიერთობებისა და უფრო ფართო თანამშრომლობის მხარდასაჭერად.

„ესოშიეითიდ“ პრესი აღნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ორივე საელჩოს მნიშვნელოვნად შეუმცირდა დიპლომატების რაოდენობა მათი მასობრივი გაძევების გამო.