აშშ და ევროპა უკრაინაში 30-დღიანი „ცეცხლის შეწყვეტის“ წინადადებას ამზადებენ – Reuters 

9
Grunge USA EU and Ukraine flags together isolated on blurred background, abstract US Europe Ukraine politics relationship concept
spot_img

აშშ და ევროპა უკრაინაში 30-დღიანი „ცეცხლის შეწყვეტის“ წინადადებას ამზადებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ფრანგულ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, აშშ და ევროპელი მოკავშირეები უკრაინაში 30-დღიანი „ცეცხლის შეწყვეტის“ შესახებ წინადადების მომზადების ბოლო ეტაპებზე არიან.

წყაროს თქმით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს დისკუსიები ცალმხრივად გამოცხადდეს თუ არა ცეცხლის შეწყვეტა თუ რუსეთს პასუხის გასაცემად მოკლე ვადა მიეცეს. თუმცა, უარის შემთხვევაში, ამერიკელებისა და ევროპელების მიერ მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციები იქნება შემოღებული. ის ასევე აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის სასანქციო პაკეტებზე კოორდინაცია მიმდინარეობს.

„ბოლომდე დასრულებული პროექტი არ გვაქვს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ დაახლოების მომენტში ვართ. ეს შესაძლოა, მომდევნო საათებსა და დღეებში მოხდეს, შესაძლოა, ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდეს ან 30 დღით, რაც ჯერ კიდევ განიხილება“, – განაცხადა წყარომ.