,,ასეთი მშვიდობა ჰქონდეთ ყოველ დღე საკუთარ დედაქალაქებში, თუკი ეს არის მშვიდობა” – შალვა პაპუაშვილი

7
spot_img

ვიხილეთ, რომ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი ძალადობას მშვიდობას ეძახის – ასეთი მშვიდობა ჰქონდეთ ყოველ დღე საკუთარ დედაქალაქებში, თუკი ეს არის მშვიდობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ქვების, „მოლოტოვის კოქტეილის“, პიროტექნიკის ადამიანებისთვის დამიზნებით სროლას რომ ევროპელები მშვიდობას და მშვიდობიან აქციას უწოდებენ, სირცხვილია.

„ჩართონ ქართული ტელევიზიები, მათთვისაც ხელმისაწვდომია. შეუძლიათ ნახონ ვიდეოები, ან პირდაპირი ეთერითაც უყურონ, რა ხდებოდა რუსთაველის გამზირზე, როგორ ესხმოდნენ თავს პოლიციელებს. ზოგიერთი ტელევიზია მაშხალების სროლას უწოდებდა რაღაც „ფერად ანცობას“, მე მგონი. იცით, რომ 140 პოლიციელი დაზიანდა ამ დროს. ამ ყველაფერს – ქვების, „მოლოტოვის კოქტეილის“, პიროტექნიკის ადამიანებისთვის დამიზნებით სროლას, მათ შორის, „პირველი არხის“ ოპერატორის მისამართით, ევროპელები რომ უწოდებენ მშვიდობას და მშვიდობიან აქციას, არის სირცხვილი. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რამდენად უცხოელი აქტორი ზოგიერთი რამდენად არის აცილებული რეალობას და რამდენად სურს ზოგიერთს, რომ ქართველ ხალხის საკუთარი არჩევანი წაართვან და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.