ასეთი გაუნათლებელი “დასავლური ორიენტაციის” ხალხი, ჩლუნგები, უზრდელები და არაფრისმაქნისები, – როგორც საქართველოშია, სხვაგან ძნელი საპოვნელია! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დემურ გიორხელიძე წერს.
მისი თქმით, დასავლური ორიენტაცია (მისი კლასიკური გაგებით) -ეს არის განათლება, მეცნიერება, ინტელექტი, ყველა ერთნაირ მდგომარეობაში კანონის წინაშე, გახსნილობა და საჯარო სფეროში ნორმები, რომლებიც არეგულირებს ადამიანებს შორის ურთიერთობას, ჩამოყალიბებული თანხმობის შედეგად!
“რა აქვთ ამ “ორიენტირებულებს” დასავლური კულტურის?
“რუსების კანონი არაო” – ინიციატივაზე ატეხეს და ტეხენ ერთ ამბავს! რომელია რუსების კანონი? “უცხოურ აგენტებად” გამოცხადება? ჰა,ჰა,ჰა!
ეს ხომ ამერიკული კანონია! მაკარტიზმის ეპოქა იცით? მეტი არაა ჩემი მტერი, თქვენ რაიმე იცოდეთ!
სწორედ უცხოური დაფინანსების პრაქტიკული აკრძალვა და გამჭვირვალობა, სხვა ქვეყნის გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანების გამოცხადება იყო მიზანი.
ამერიკული კანონი რუსებზე 60 წლის ადრე იყო მიღებული!” – წერს დემურ გიორხელიძე.