თბილისში, 41-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეთა და სკოლის პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა.
არსებული ინფორმაციით, ამის მიზეზი გახდა ანონიმური სატელეფონო ზარი, რომ სკოლის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობაა.
ამ წუთებში სკოლაში საგაკვეთილო პროცესი ჩაშლილია. ადგილზე გამნაღმველებს ელოდებიან.