![add-a-subheading-2025-02-13t143030-475](https://geotimes.ge/wp-content/uploads/2025/02/add-a-subheading-2025-02-13t143030-475.png)
კარგი შეხვედრა მქონდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„შევთანხმდით უნგრეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი მორიგი სამიტის ბუდაპეშტში რაც შეიძლება მალე ჩატარებაზე“, – წერს ორბანი.
ვიქტორ ორბანი აღნიშნავს, რომ მხარეები უახლოეს მომავალში ბუდაპეშტში უნგრეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი სამიტის გამართვაზე შეთანხმდნენ.
„მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში ბუდაპეშტში გაიმართება უნგრეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი სამიტი”, – აღნიშნავს ვიქტორ ორბანი.