არჩევნებზე ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მყისიერად გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით – თინა ბოკუჩავა

23
spot_img

მაშინ, როდესაც არსებობს უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა, რომ საქართველო წინ მიიწევდეს ევროინტეგრაციის გზაზე, ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში ეს არის გაშვებული შესაძლებლობა, – ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, არჩევნებზე ხელისუფლების ცვლილბის შემდეგ, მყისიერად გაიხსნება მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანბეასთან დაკავშირებით.

“მაშინ, როდესაც არსებობს უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა, რომ საქართველო წინ მიიწევდეს ევროინტეგრაციის გზაზე, ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში ეს არის გაშვებული შესაძლებლობა და ევროპელ ლიდერებს უწევთ იმაზე მსჯელობა თუ რა კონკრეტული ტარგეტირებული სანქციები შეიძლება შეიმუშაონ მათ ივანიშვილის ანტიდასავლური ხელისუფლების წინააღმდეგ. იცით, რომ მათ შორის განიხილებოდა უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის შესაძლებლობა, რაც ძალიან საფრთხეა და ჩვენი იმედი გვაქვს, რომ ამ მექანიზმის ამოქმედება არჩევნებამდე არ მოხდება, ხოლო არჩევნებზე ხელისუფლების ცვლილების შემდეგ არა მხოლოდ შევინარჩუნებთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას, არამედ მყისიერად გავხსნით მოლაპარაკებებს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რაც გახსნის უდიდეს ფინანსურ შესაძლებლობებს საქართველოსთვის, რადგან იმ დღიდან, როდესაც მოლაპარაკებები იხსნება, მოჰყვება ძალიან დიდი ევროპული ინვესტიციები და ევროპული ფონდებიდან ფინანსური დახმარების შემოდინება საქართველოში.“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ