არასამთავრობო სექტორის ერთი ნაწილი მოღალატეობრივ პოლიტიკას აწარმოებს – მაია ბითაძე

3
x
spot_img

ეს არის მოღალატეობრივი, მავნებლური პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბერს გასცემს პასუხს, – ასე ეხმიანება პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე „ენჯეოების“ მოთხოვნას, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს.

„კიდევ ერთი ნათელი მაგალითია როგორ მავნებლურ, მოღალატეობრივ პოლიტიკას აწარმოებს არასამთავრობო სექტორის ერთი ნაწილი, რომლის მთავარი მიზანია ამ ქვეყანაში, არათუ სტაბილურობის, არამედ იმ წარმატების მოშლა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოუტანა ამ ქვეყანას ვიზალიბერალიზაციის სახით. ეს არის მოღალატეობრივი, მავნებლური პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბერს პასუხს გასცემს“, – განაცხადა ბითაძემ.

მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირმა ქართველებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა ქართული ენჯეოების მოთხოვნის საფუძველზე განიხილოს.