
საქართველოს ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით ემუქრებიან, ამ დროს კი არ დარღვეულა ის საფუძველი, რის საფუძველზეც არის ვიზალიბერალიზაცია მოპოვებული, ეს არის პირდაპირი მუქარა, უფრო უარესი, ვიდრე საბჭოთა კავშირის დროს იყო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მოცემულობაა, რომ ვისაც არ ეზარება, ყველა ამბობს, ჯვარს აცვი საქართველოო, მაგრამ ამ ჯვარცმას აუცილებლად აღდგომა მოჰყვება.
„სამწუხაროდ, არაფრით აღარ განსხვავდება საბჭოთა კავშირი ევროკავშირის ბიუროკრატიისგან. ჩვენ რას ვღებულობდით საბჭოთა კავშირისგან, ზეწოლას, თორემ საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში იურიდიულად საქართველოს ჰქონდა ნება, გასულიყო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, მაგრამ პრაქტიკულად ეს შეუძლებელი იყო. ევროკავშირი ზუსტად ასე იქცევა, გვეუბნება, რომ ევროპულ ღირებულებებს პატივს სცემს, ამ დროს პატივს არ სცემს უმრავლესობის გადაწყვეტილებას ქართული ხალხისას, პატივს არ სცემს ტრადიციებს, ჩამოჰყავს აქ ლგბტ პროპაგანდის ხალხი და აგინებინებს ეკლესიას, ამას აფინანსებს. აფინანსებენ იმას, რომ ქართველ პოლიციელებს ახალგაზრდებმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლონ, მერე თუ კრიმინალები, რომლებიც პოლიციელს ესხმიან თავს ხელისუფლებამ დაიჭირა, როგორც ევროპაში აკეთებენ, ფულს უხდიან გირაოს ან საერთოდ გამოსაშვებად“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით ემუქრებიან, ამ დროს კი ვიზალიბერალიზაციის მოპოვების საფუძველი არ დარღვეულა.
„იმუქრებიან, რომ გააუქმებენ ვიზალიბერალიზაციას, ამ დროს კი არ დარღვეულა ის საფუძველი, რის საფუძველზეც ის მოვიპოვეთ. ეს არის პირდაპირი მუქარა, უფრო უარესი თუ იგივე არა, ვიდრე იყო საბჭოთა კავშირის დროს. რუსეთის მხრიდან ხდებოდა სანქციების დაწესება, ამას აკეთებს ევროკავშირი, რუსეთის მხრიდან იყო მუდმივი მუქარა – გაგიუქმებთ სუვერენეტიტეს, ამას აკეთებს ევროკავშირი, ახლა ვიზალიბერალიზაციას გაგიუქმებთო. მოცემულობაა ასეთი, რომ ვისაც არ ეზარება, ყველა ამბობს, ჯვარს აცვი საქართველოო. ჩვენ ვიცით, ამ ჯვარცმას აუცილებლად აღდგომა მოჰყვება. ასე იქნება, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, იმ შემთხვევაში, როდესაც აშშ-ში იყო ის ადმინისტრაცია, რომელიც ოჯახურ ღირებულებას პირდაპირ ებრძოდა და ლგბტ დროშა ააფრიალა თეთრ სახლზე, მერე ამერიკულმა საზოგადოებამ ჩამოაცილა ეს ადმინისტრაცია და აღადგინა ზუსტად ის ადმინისტრაცია, რომელიც პატივს სცემს ეროვნულ ღირებულებას. ვინც უბრალოდ ამბობს, რომ საქართველო უნდა დაისაჯოს, აუცილებლად თვითონ დაისჯება. ეს არის ბუნების და კანონზომიერების წესი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.