,,არ ვფიქრობ, ალასკის სამიტამდერომ ზელენსკისა და პუტინს შეხვედრა პროდუქტიული იქნება”- ჯეი დი ვენსი

6
spot_img

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ის არ ფიქრობს, რომ ზელენსკისა და პუტინს შეხვედრა ალასკის სამიტამდე პროდუქტიული იქნება, – ამის შესახებ ჯეი დი ვენსმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ უკეთესი იქნებოდა, ტრამპთან შეხვედრამდე პუტინი ზელენსკის შეხვედროდა, ვენსმა უპასუხა, რომ ასე არ ფიქრობს.

„არ მგონია, რომ ეს პროდუქტიული იყოს. ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი უნდა იყოს ის, ვინც ამ ორს გააერთიანებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვესაუბრებით უკრაინელებს, მე ვესაუბრე უკრაინელებს დღეს დილით, მარკო რუბიო ბევრჯერ ესაუბრა მათ, ჩვენ ამ დიალოგს შევინარჩუნებთ, მაგრამ, ფუნდამენტურად, სწორედ აქ უნდა აიძულოს ტრამპმა პრეზიდენტი პუტინი და პრეზიდენტი ზელენსკი, რომ რეალურად დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა გადაჭრან თავიანთი უთანხმოებები“, – აღნიშნა ვენსმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტრამპსა და პუტინს შორის მომავალ შეხვედრას დიპლომატიურ გარღვევად მიიჩნევს.

„ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ ის არასდროს დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან ზელენსკისთან ერთად, ახლა ეს უნდა შეიცვალოს, ჩვენ ახლა იმ ეტაპზე ვართ, სადაც ვცდილობთ, გავარკვიოთ, გულწრფელად რომ ვთქვათ, როდის შეუძლია, ამ სამ ლიდერს დასხდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და განიხილოს ამ კონფლიქტის დასრულება“, – აღნიშნა ვენსმა.

ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების გზით მიღწეული შეთანხმება, სავარაუდოდ, არცერთ მხარეს არ დააკმაყოფილებს და ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება, სავარაუდოდ, მოსკოვსა და კიევს „უკმაყოფილოს“ დატოვებს. ვენსის თქმით, აშშ ისეთი შეთანხმების მიღწევას ისახავს მიზნად, რომელიც ორივე ქვეყანას შეეფერება.

„ეს არავის გაახარებს. როგორც რუსები, ასევე უკრაინელები, სავარაუდოდ, საბოლოო ჯამში, უკმაყოფილოები იქნებიან ამით“,- განაცხადა ვენსმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში.