თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტულ საქმეებზე მიუძღვის ბრალი, რის გამოც იხდის სასჯელს.
როგორც მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ პიარსვლები ბუნდოვანია, ნათელი კი არის ის შიდა დაპირისპირებები, რაც ამ პარტიაში იკვეთება.
„მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა. ის სასჯელს იხდის არა საპატიმროში, არამედ კლინიკაში. არ ვიცი „ნაციონალურ მოძრაობას“ რა პიარსვლები აქვს ჩაფიქრებული. თავად იღებენ გადაწყვეტილებას, რა ფორმით უნდა მოემზადონ არჩევნებისთვის. ერთი რამ ცხადია, ბოლო წლების განმავლობაში იკვეთება შიდა დაპირისპირება. ეს აშკარაა, ვხედავთ ტელევიზიებში ერთმანეთის მიმართ რა განცხადებებს აკეთებენ. სააკაშვილს რაც შეეხება, ის არის დამნაშავე კონკრეტულ საქმეებზე და იხდის სასჯელს“, – განაცხადა კახა კალაძემ.