“არ გავჩერდებით, სანამ ყველა მძევალი არ გათავისუფლდება” – ჯო ბაიდენი

46
spot_img

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ამერიკა არ შეწყვეტს მუშაობას მანამდე, სანამ „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი არ გათავისუფლდება.

„48 საათი. ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ ჰამასის ტერორისტების მიერ დაკავებული ყველა მძევალი არ გათავისუფლდება“, – აცხადებს ბაიდენი.

მან მადლობა გადაუხადა ისრაელის პრემიერს, კატარის ამირსა და ეგვიპტის პრეზიდენტს პროცესის ერთგულებისა და ზავის შემდგომი გახანგრძლივების შესახებ შეთანხმების მიღწევისთვის.

მისი თქმით, პაუზამ შესაძლებელი გახადა ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდა.