
თუ დავაკვირდებით, საქართველო რა პროცესებს გადის ევროინტეგრაციის გზაზე, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ფაქტობრივი მონაცემებით საქართველო ლიდერი ქვეყანაა, ვხედავთ, რომ მასზე სხვადასხვა სახით ევროკავშირის სხვადასხვა ეტაპზე შანტაჟის პოლიტიკის გამოყენება ხდება იმისთვის, რომ მიღწეული იყოს რაღაც მიზნები, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ერთ-ერთი მიზანი საქართველოში ფრონტის გახსნა იყო, მათ შორის ფერადი რევოლუციის მოწყობის მცდელობა იყო, რომელიც ჩავარდა, მაგრამ ამ საქმეს მაინც ეპოტინებიან.
„სამწუხაროდ, დღის წესრიგიდან არც ეს მოხსნილა. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ყოველგვარი კონკრეტული არგუმენტის გარეშე ვიზალიბერალიზაცია საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის სახით გამოიყენონ. არ გამოვრიცხავ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ეს მექანიზმი აამოქმედონ. დაინახეს, რომ არჩევნების წინ მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრების გამოგზავნა კონტრპროდუქტიულია, ამიტომ ამ მეთოდსაც მიმართონ. ეს ერთ-ერთი ბოლო იარაღია, რაც ხელში უჭირავთ და განსასაზღვრი აქვთ, რომ ამ ბოლო იარაღის გამოყენებითაც რომ ვერ მოახდინონ ქვეყანაში რევოლუცია, შემდეგ საერთოდ კარგავენ ზემოქმედების ბერკეტს. ხალხისთვის ნათელი გახდება, რომ თურმე, რაც ჩვენ გვეგონა, რომ კეთილშობილი, პატიოსანი, ღია პროცესია, სინამდვილეში, პოლიტიკური შანტაჟის მექანიზმად არის გამოყენებულიო. ეს საფრთხე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მათაც უდგათ. ამიტომ ვიდრე რამე გადაწყვეტილებას მიიღებენ, კარგად ასაწონ-დასაწონია, საბოლოო ჯამში გაწირავენ თუ არა ევროკავშირის საინტერესო ინტერესებს მოკლევადიანი პოლიტიკური არაკეთილსინდისიერი მიზნების მისაღწევად“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.