ტერორისტები, რომლებიც ცდილობენ, გაანადგურონ მშვიდობა და უსაფრთხოება თურქეთში, წარმატებას ვერ მიაღწევენ, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტმა ანკარაში მომხდარ აფეთქებას ტერორიზმის ბოლო გამოვლინება უწოდა.
„ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ბრძოლას, ვიდრე ბოლო ტერორისტი არ აღმოიფხვრება ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ არ მივცემთ უფლებას ტერორისტულ ორგანიზაციას, წარმართოს პოლიტიკა და ხელი შეუშალოს ჩვენი ქვეყნის დალოცვილ მსვლელობას. თავდასხმა დღეს დილით, სადაც ორი ბოროტმოქმედი განეიტრალდა ჩვენი უსაფრთხოების ქვედანაყოფების დროული ჩარევის შედეგად, არის ტერორიზმის ბოლო ფრენა. ბოროტმა ადამიანებმა, რომლებმაც ჩვენი მოქალაქეების მშვიდობა და უსაფრთხოება ამოიღეს მიზანში, მიზანს ვერ მიაღწიეს და ვერასდროს მიაღწევენ“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
ანკარაში, თურქეთის პარლამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობებთან აფეთქება დღეს დილით მოხდა. აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს.