
საერთაშორისო არბიტრაჟის მომსახურებაში 600.000 დოლარი გადაიხადა ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა, სადაც ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები არიან და არა მამუკა ხაზარაძემ , – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
ხაზარაძის თქმით, ანაკლიის პორტის გარშემო „ქართული ოცნება“ „პროპაგანდისტულ ტყუილს“ ავრცელებს.
ამასთან, ხაზარაძე ინტერესდება, რატომ დასჭირდა „ოცნებას“ საკითხის ახლა წამოწევა, როცა მომსახურების თანხა „წინა წელს იქნა გადახდილი”.
მამუკა ხაზარაძე ითხოვს “ქართულმა ოცნებამ” გაასაჯაროოს “რამდენი ათეული მილიონი ლარი – გადასახადის გადამხდელთა და ბიუჯეტის თანხა” დახარჯა “ანაკლიის გაჩერებაში”, ამავე არბიტრაჟის მიმდინარეობის დროს მიღებულ იურიდიულ მომსახურებაში.
“ქართული ოცნების” მორიგი პროპაგანდისტული ტყუილი მათ მიერ გაჩერებული ანაკლიის პროექტის გარშემო.
საერთაშორისო არბიტრაჟის მომსახურებაში 600.000 დოლარი გადაიხადა ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა, სადაც ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები არიან და არა მამუკა ხაზარაძემ.
ახლა “ქართულმა ოცნებამ” უნდა გაასაჯაროოს, რამდენი ათეული მილიონი ლარი, ანუ, გადასახადის გადამხდელთა და ბიუჯეტის თანხა დახარჯა ანაკლიის გაჩერებაში, ამავე არბიტრაჟის მიმდინარეობის დროს მიღებულ იურიდიულ მომსახურებაში.
მარტივად ვიტყვი, რაც იყო:
- არბიტრაჟმათქვა, რომხელისუფლებამოიქცაყაჩაღურადდაესმეორემხარემიცოდა, შესაბამისად, პასუხისმგებლობამასზეა, რომრუსულმთავრობასთანაფორმებდაკონტრაქტს.
- “ანაკლიას” რომ წაეგო, მაშინ მას არბიტრაჟი დააკისრებდა მილიონების გადახდას სახელმწიფოს სასარგებლოდ (გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯების ჩათვლით)
- ესრომჯარიმაიყოს, გადახდილიიქნებოდაბიუჯეტისსასარგებლოდ. თუესასეა, წარმოადგინონშესაბამისიმტკიცებულება.
ეს იყო მომსახურების მოსაკრებელი, ისეთივე, როგორც ქართულ სასამართლოებში იხდის ჩვენი ყველა მოქალაქე.
აქვე შეგახსენებთ, რომ ივანიშვილმა გააჩერა ანაკლიის პროექტი, რომელიც 2020-ში უკვე მზად იქნებოდა პირველი გემის მისაღებად.
ასევე “ქართულმა ოცნებამ” 80 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ამერიკული და ევროპული კომპანიების ინვესტიციის კონფისკაცია მოახდინა.
ახლა კითხვა ისმის – შვიდ წელიწადში ანაკლიის გაჩერების შემდეგ, რატომ ვერ იპოვეს ინვესტორი და რატომ ვერ ააშენეს ანაკლიის პორტი?
და ბოლოს, რატომ დასჭირდა ოცნებას ამ საკითხის ახლა წამოწევა, როცა ეს მომსახურების თანხა წინა წელს იქნა გადახდილი?“, – წერს ხაზარაძე.