
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებით კერძო პარტნიორთან კონტრაქტი, შესაძლებელია, მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაფორმდეს.
როგორც დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ამ მიმართულებით მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს.
„ვფიქრობ, შევძლებთ, კონტრაქტი უკვე გაზაფხულზე გავაფორმოთ, არაუგვიანეს ზაფხულისა. ჩემი მოლოდინი იყო, რომ მოლაპარაკების რაუნდები უფრო სწრაფად შედგებოდა და შედეგებიც უფრო სწრაფად იქნებოდა, თუმცა, გვესმის, რომ მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი კომპანიაა მოლაპარაკებებში ჩართული და ამ პროცესში კონფიდენციალობაა საჭირო, რათა მაქსიმალურად ეფექტიანად წარიმართოს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.