ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი, სამხრეთ იაპონიის მახლობლად ოკეანეში ჩამოვარდა, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი კაგოშიმას პრეფექტურის კუნძულ იაკუშიმასთან ახლოს ჩამოვარდა, რა დროსაც ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა.
ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი იოკოტას საჰაერო ბაზას ეკუთვნოდა და ოკინავასკენ მიფრინავდა.
ოფიციალური პირების ინფორმაციით, ბორტზე მყოფი პირების სტატუსი უცნობია და იაპონიის სანაპირო დაცვა ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ატარებს.