„ამერიკის ხმის“ თანამშრომლები ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს, „რადიო თავისუფლებას“ კი USAGM-მა გრანტები შეუწყვიტა – მედია

2
spot_img

“ამერიკის ხმის” სრულ განაკვეთზე დასაქმებულმა თანამშრომლებმა ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებიდან ელექტრონული წერილი მიიღეს, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი ანაზღაურებად ადმინისტრაციულ შვებულებაში იმყოფებიან, – ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, წერილში ნათქვამია, რომ „ამერიკის ხმის“ თანამშრომლებს ადმინისტრაციულ შვებულებაში ყოფნისას სამთავრობო შენობებსა და სისტემებში შესვლის უფლება არ აქვთ და მათ პირადი ელექტრონული ფოსტით და მობილური ტელეფონით უნდა დაუკავშირდნენ.

ამასთან, Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) „რადიო თავისუფალ ევროპას/რადიო თავისუფლებას“, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ასევე „რადიო თავისუფალ აზიას“, რომელიც მაუწყებლობს ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეაში, გრანტები შეუწყვიტა.