
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს და და აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
“ამერიკელი ხალხის სახელით მინდა მოგილოცოთ თქვენ და აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე.
ჩვენ მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. შეერთებული შტატები აგრძელებს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მცდელობებს, რომლებიც გადამწყვეტია სამხრეთ კავკასიის კეთილდღეობისთვის. ჩვენ ვზეიმობთ აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ წელს მიღწეულ შეთანხმებას სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე. ჩვენ ასევე ვაღიარებთ აზერბაიჯანის, როგორც ენერგიის მიმწოდებლისა და სატრანსპორტო კვანძის მზარდ მნიშვნელობას.
ჩვენი პარტნიორობა, რომელიც ბოლო 33 წლის განმავლობაში აშენდა, აგრძელებს უსაფრთხოების, ენერგეტიკის თანამშრომლობის და ეკონომიკური ზრდის საერთო ინტერესების განვითარებას. შეერთებული შტატები კვლავ მზად არის მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის, პრესის თავისუფლებას, აზერბაიჯანის კონსტიტუციის შესაბამისად. ჩვენ მოუთმენლად ველით ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას და ერთობლივ მუშაობას აზერბაიჯანისა და რეგიონისთვის მშვიდობიანი, აყვავებული მომავლის უზრუნველსაყოფად”, – აღნიშნულია მარკო რუბიოს მისალოც წერილში.