ამერიკელები შეცდომაში შეიყვანეს – უკრაინის მხარდაჭერა აშშ-ის ინტერესებშია, – ამის შესახებ სენატში რესპუბლიკელი უმცირესობის ლიდერმა, მიტჩ მაკკონელმა განაცხადა.
აღნიშნული განცხადება მაკკონელმა ვირტუალური ფორუმის – „ომის მოგება. მშვიდობის მოგება“-ს ფარგლებში გააკეთა, რომელიც CEPA-ს („ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრი“) მიერ იყო ორგანიზებული.
მისი თქმით, თუ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამ ომს მოიგებს, შემდეგი ნატო-ს ერთ-ერთი ქვეყანა გახდება, ამიტომ, სენატში რესპუბლიკელი უმცირესობის ლიდერის აზრით, გაცილებით გონივრული იქნება ნატო-ს ქვეყანაში მოსალოდნელი შეჭრის შეჩერება და უკრაინელები მზად არიან ამაში მონაწილეობა მიიღონ.
„ჩვენ აქ ჩინეთის, რუსეთის, ჩრდილოეთ კორეის და ირანის წინააღმდეგ ვდგავართ. ჩვენ სწორ მხარეს ვართ. მეორე, ჩვენ არც ერთ ამერიკელ სამხედროს ვკარგავთ. უკრაინელები თვითონ იბრძვიან. რაც ეხება ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტს, ეს, ნამდვილად, მცირე წილია, რასაც უკრაინაში ძალისხმევისთვის ვაკეთებთ“, – განაცხადა მაკკონელმა.
მან ასევე აღნიშნა, როდესაც აშშ უკრაინაში იარაღს და საბრძოლო მასალას გზავნის, თავისი აქტივების დიდი ნაწილი უფრო თანამედროვე, მოწინავე მოწყობილობით იცვლება.