
ამერიკა ცენტრალური კოლონაა, რომელსაც მთელი დასავლეთის ცივილიზაცია ეყრდნობა. თუ ეს კოლონა ჩამოიშლება, ყველაფერი დამთავრდება, – ასე უპასუხა ილონ მასკმა ჟურნალისტის კითხვას იმის თაობაზე, რა აწუხებს მას ყველაზე ძალიან.
მისი თქმით, მას ასევე ძლიერ აწუხებს დაბალი შობადობის მაჩვენებელი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, რაც კაცობრიობის არსებობის საკითხს რისკის ქვეშ აყენებს.
„მე ბევრი რამ მაწუხებს, თუმცა, ზოგიერთი მათგანი ადამიანებს ეზოტერიკულად მოეჩვენებათ. თქვენ იცით, რომ შობადობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია თითქმის, ყველა ქვეყანაში და თუ ეს არ შეიცვლება, ცივილიზაცია გაქრება. ამერიკაში, თუ არ ვცდები, ისტორიაში ყველაზე დაბალი შობადობის მაჩვენებელი იყო. ეს იყო შარშან. კაცობრიობა ქრება. ამერიკა – ეს არის ცენტრალური კოლონა, რომელსაც მთელი დასავლეთის ცივილიზაცია ეყრდნობა. თუ ეს კოლონა ჩამოიშლება, ყველაფერი დამთავრდება. ასე რომ, ჩვენ ან გავამყარებთ ამ კოლონას და დავრწმუნდებით, რომ ამერიკა ძლიერია და ძლიერი იქნება კიდევ დიდ ხანს, ან ეს ჭერი ჩამონგრევა“, – განაცხადა მასკმა.
მასკმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობაში ყოფნა, მისი კომპანიებისთვის მომგებიანი არ არის.
„ჩემი კომპანიები იჩაგრებიან იმის გამო, რომ მე მთავრობაში ვმუშაობ“, – განაცხადა მასკმა.