„ამაშიც რომ არ ხართ ორიგინალურები, არამედ “ავთენტურად” დედანს ეფუძნებით” – დავით ქართველიშვილი

14
spot_img

ამაშიც რომ არ ხართ ორიგინალურები, არამედ „ავთენტურად” დედანს ეფუძნებით. დედანი კი იგივეა, რაც ზოგადად „მაიდანი” – კიევი, უკრაინა, 2013 წელი. ქალაქის მერიამ „ნეზალეჟნოსტის მაიდანზე” აღმართა საახალწლო ნაძვის ხე. უფრო სწორედ, უკვე მისი მონტაჟის დროს დაიძაბა ვითარება მაიდანისტებსა და პოლიციურ ძალებს შორის, – წერს „ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში, რითაც ეხმიანება რადიკალების მხრიდან მოსალოდნელი პროვოკაციების გამო თბილისის მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების ღონისძიების გადადებას.

მისი განცხადებით, 2013 წელს შერქმეულ სახელს – “იოლკას” უწოდებენ დღესაც ქართველი “ნაცმაიდანისტები” ნაძვის ხეს. ხოლო, იმ უკრაინელ ბავშვებს, ვინც 2013 წელს ნაძვის ხის ანთებაზე ვერ მივიდა, 10 წლის შემდეგ “მაიდანის” ავტორები ფრონტზე საზარბაზნე ხორცად აგზავნიან, თუმცა, საქართველოში ეს მოვლენები არ განმეორდება და ნაძვის ხე მაინც აინთება.

„ამაშიც რომ არ ხართ ორიგინალურები, არამედ “ავთენტურად” დედანს ეფუძნებით. დედანი კი იგივეა, რაც ზოგადად „მაიდანი” – კიევი, უკრაინა, 2013 წელი. ქალაქის მერიამ “ნეზალეჟნოსტის მაიდანზე” აღმართა საახალწლო ნაძვის ხე. უფრო სწორედ, უკვე მისი მონტაჟის დროს დაიძაბა ვითარება მაიდანისტებსა და პოლიციურ ძალებს შორის. დაუსრულებელი ნაძვის ხის კარკასმა პროტესტების სიმბოლოს სახე მიიღო და მას მაშინ “იოლკა” დაარქვეს. ზუსტად ამ სახელით მოიხსენიებდნენ დღეს ჩვენი ნაც-მაიდანისტები ქართველი ბავშვებისთვის მოპარულ ამ ყოველწლიურ სიხარულს.
2013 წელს “იოლკაზე” ვერ მისულ 5-14 წლის ბავშვებს იმდროინდელი პროტესტანტები 10 წლის შემდეგ სასაკლაო ხორცად გაუშვებენ ფრონტის წინა ხაზზე და ასობით ათასობით გაანადგურებენ სწორედ იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც საფუძველი იმ კიევური ნაძვის ხის არ დანთებით დაიწყო. ხოლო 2013 წელს “იოლკაზე” ვერ მისული 2-3 წლის ბავშვებისთვის დღეს სამობილიზაციო ასაკის დაწევაზე მუშაობენ – “ბარემ” ესენიც გავანადგუროთო. ვერ მოგართმევთ! პარალელები და განმეორებები საქართველოში დაივიწყეთ. ნაძვის ხე თბილისში მაინც დაინთება – დღევანდელი “პიროსის გამარჯვება” ბავშვებზე კი უკანასკნელი იქნება თქვენს გაკოტრებულ გეგმებში!!!” – წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.