უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ ხარკოვზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, გამოიჩინონ გამბედაობა უკრაინის დასახმარებლად.
„რუსეთი კვლავ ატერორებს ხარკოვს. დარტყმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ამ ტერორის შესაჩერებლად მსოფლიოში ყველა საჭირო ძალა უნდა ჩაერთოს. ეს მოითხოვს არა ექსტრაორდინალურ ძალებს, არამედ საკმარის გამბედაობას ლიდერებისგან – გამბედაობას, რომ უკრაინას მისცენ ყველაფერი, რაც მას სჭირდება თავის დასაცავად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რუსეთმა ხარკოვზე 10-მდე დარტყმა განახორციელა. ბოლო მონაცემებით, დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი.