
მედიასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის ელჩის მიერ გაკეთებულ მიმართვას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა.
„მიკერძოებული განცხადებაა. არ შეიძლება, ასეთი განცხადების გაკეთება რაღაც ტრენდებზე დაყრდნობით. არავინ არავის სარედაქციო პოლიტიკაში არ ერევა და მედიას სრული საშუალება აქვს, დასვას ის შეკითხვა, რომელიც მას აინტერესებს. ამ რეალობას რომ ვერ ხედავ, ე.ი. ან გაკლია შესაბამისი ინფორმაცია, რაც არ მგონია, ან გამიზნულად არასწორ განცხადებას აკეთებ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეზე, დიდი ბრიტანეთის საელჩომ ელჩის მიმართვა გაავრცელა. ვიდეო ცრუ ნარატივებს შეიცავს. ბრიტანეთის ელჩი შეშფოთებას გამოთქვამს ფაქტებზე, რომელიც რეალობას არ ასახავს.