ამ მართლა ნაგავმა ხალხმა მე “პუტინისტი” დამიძახოს და პასუხი არ გავცე? ამას მეუბნებით? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების ინტერესია ქვეყანაში მშვიდი გარემო იყოს, ოპოზიციის კი არა.
„ნებისმიერი ხელისუფლების სუბიექტური ინტერესია, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდი გარემო. ნებისმიერ არჩეულ ხელისუფლებას აინტერესებს, რომ 4 წლის განმავლობაში მშვიდად მართოს ქვეყანა. ესაა ჩვენი სუბიექტური ინტერესი. ვისი ინტერესია, რომ ეს სიმშვიდე არ დაუშვას? ეს არის ბუნებრივია, ოპოზიცია, რადიკალური ოპოზიცია, რომელიც არჩევნების დღიდან მოყოლებული აღვივებს რადიკალიზმს. ეს არის მათი ინტერესი, ჩვენი ინტერესი სუბიექტურადაც არის მშვიდად ვმართოთ ეს ქვეყანა. გამოდიან ვიღაც მართლა ნაგავი ხალხი და გეძახიან ხან რუსს, ხან “პუტინისტს”, ხან კორუმპირებულს. თვითონ კორუმპირებულები და ის ადამიანები, ვინც 20% ჩააბარეს რუსეთის ფედერაციას. პასუხი სჭირდება ამ ხალხს, ამ სამარცხვინო განცხადებებს. ამ მართლა ნაგავმა ხალხმა მე “პუტინისტი” დამიძახოს და პასუხი არ გავცე? ამას მეუბნებით? კონკრეტულმა ელჩმა ამ ადამიანებს უთხრა, რომ ფიზიკური და ვერბალური ძალადობა არის სამოქალაქო აქტივიზმი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.