ამ დროისთვის დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 246 ხმა აქვს, ხოლო კამალა ჰარისს 187, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
CNN-ის ცნობით, წინასწარი შედეგების მიხედვით, ჯორჯიის შტატში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.
ცნობისთვის, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯორჯიის შტატის საარჩევნო კოლეგიის 16 ხმა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოიპოვა.
აშშ-ში საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის თითოეულ კანდიდატს საარჩევნო კოლეგიის 270 ხმა სჭირდება.
ამასთან, Associated Press-ის ინფორმაციით, აშშ-ის სენატში უმრავლესობა „რესპუბლიკელებმა“ მოიპოვეს, ხოლო წარმომადგენელთა პალატის კონტროლისთვის ბრძოლა გრძელდება.