,,ამ აქციას პერსპექტივა არ აქვს – საზოგადოება ყოველ დღე ხედავს ვინ დგას მათ უკან”- მაჭარაშვილი

19
spot_img

ამ აქციას პერსპექტივა არ აქვს. საზოგადოება ყოველ დღე ხედავს ვინ დგას ამ აქციების უკან, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, მედიასთან  განაცხადა.

„გირჩი“, ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ეკლესიას ლანძღავს და აბუჩად იგდებს, ამაში ევროპული არაფერია. ხაბეიშვილი რომელიც ყველას და ყველაფერს დასცინის და მისი არჩევა იყო თვითონ დაცინვა, ამაშიც ევროპული არაფერია. ვითომ ევროპული მოქმედებებისა და ევროპაში გაწევრიანების გამო ეს ხალხი გადასულია ძალადობაზე – ძალადობაც ევროპული ღირებულება არ არის. ამ მიზეზების გამო არ აქვს პერსპექტივა.

ის, რომ რევოლუციური სცენარი დარჩა მხოლოდ ოპოზიციას ამას თვითონვე აღიარებენ. გავიხსენოთ სააკაშვილის 3 დღის წინ გავრცელებული განცხადება, სადაც მან თქვა, რომ არჩევნების იმედი ნუღარ გვექნებაო. აი ეს არის მათი რეალური სახე. ამ ხალხს არჩევნები წაგებული აქვთ და უნდათ რომ მხოლოდ ძალადობრივი მეთოდებით მოვიდნენ ხელისუფლებაში. “, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.