საფრანგეთში, ალპებში ზვავის ჩამოწოლას სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ BBC იუწყება.
გარდა ამისა, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს თანაგრძნობა გამოუცხადა.
ოფიციალური პირების განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ ზვავი განმეორებითაც ჩამოწვეს, ამიტომ ადგილზე მყოფ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.