,,ალეკო ელისაშვილმა თქვა – „სააკაშვილმა დაამთავრა იქ, სადაც დაამთავრა, ზის ციხეშიო“ – ალეკო, ახლა, შენც მოგიყვანეს ამ ციხეში, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ პოლიტიკური პროვოკაციის მსხვერპლი ხარ”- მიხეილ სააკაშვილი

19
spot_img

დამამახსოვრდა, ალეკომ, რამდენიმე თვის წინ, ტელევიზიით თქვა, რომ „სააკაშვილმა დაამთავრა იქ, სადაც დაამთავრა, ზის ციხეშიო“. ალეკო, ახლა, შენც მოგიყვანეს ამ ციხეში… ზუსტად ვიცი, რომ ხარ პოლიტიკური პროვოკაციის მსხვერპლი და ყველა, ვინც არ გამოხატავს ალეკოს მიმართ სოლიდარობას, ის მერე ხვალ, თვითონ გახდება ასეთი მოპყრობის მსხვერპლი, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, როდესაც „ძლიელერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.

მანამდე მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა იმაზე, რომ ის ამაყობს თავისი პარტიით, „ნაციონალური მოძრაობით“, რომლის ხუთი ახალგაზრდა წარმომადგენელი დააკავეს.

ამასთან, მისი განცხადებით, პარალელურად მიმდინარეობს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას პროცესი, რომელიც, სააკაშვილის თქმით, „კაცმა არ იცის, რისთვის დაიჭირეს“.

„ალეკო ელისაშვილი მოიყვანეს „ვივამედში“… დამამახსოვრდა, ალეკომ, რამდენიმე თვის წინ ტელევიზიით თქვა, რომ „სააკაშვილმა დაამთავრა იქ, სადაც დაამთავრა, ზის ციხეშიო“. ალეკო, ახლა, შენც მოგიყვანეს ამ ციხეში… ზუსტად ვიცი, რომ ხარ პოლიტიკური პროვოკაციის მსხვერპლი და ყველა, ვინც არ გამოხატავს ალეკოს მიმართ სოლიდარობას, ის მერე ხვალ, თვითონ გახდება ასეთი მოპყრობის მსხვერპლი და ასეთი დაჭერის მსხვერპლი.

ნახეთ, რა კომპრომატებს და ცირკებს დგამენ – კეზერაშვილების სახლებში ჩხრეკა, სადაც მრავალი წელია არ ცხოვრობს. ეს ხომ ჩვეულებრივი პროპაგანდის ტრიუკია, იმისთვის, რომ ყურადღება გადაიტანონ ძირითადი ბრძოლისგან და ძირითადი ბრძოლა ხართ თქვენ, ძირითადი შიში აქვთ თქვენი, თქვენ ხართ ახლა წამყვანი ყველა ასაკის ადამიანი, მაგრამ განსაკუთრებით ახალგაზრდობა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ყველა დემონსტრანტი ვინც აქციაზე დგას, ძალიან კარგად იძლევა ინტერვიუს ინგლისურად, რის გამოც, გული სიყვარულით ევსება.

„მეგონა, მე ვიყავი ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი ჩემ თაობაში და ახლა ყველანი ასეთი ხართ, ყველანი ასეთი განათლებულები ხართ, ყველანი ასეთი თვალანთებულები ხართ და ყველას გესმით თავისუფლება. ამიტომ, არ დაუჯეროთ მათ. [ამბობენ], სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი – რანაირი ავტორიტარი ვიყავი, ხალხო, 7 ნოემბერი რომ არ მომეწონა, მიუხედავად იმისა,რომ რუსი ოლიგარქის და რუსეთის ხელის ერია იმ ყველაფერში, რომ არ მომეწონა პოლიტიკის მოქმედება, გადავდექი პრეზიდენტობიდან და შევიმცირე ვადა“, – განაცხადა სააკაშვილმა.