ქალბატონმა სალომემ “ფანჩატური” ნომერი ორი მოაწყო და მოუყარა თავი ამ ადამიანებს და გაუადვილა საქმე ჩვენს ამომრჩეველს – შალვა პაპუაშვილი

44
spot_img

ქალბატონმა სალომემაც ფანჩატური ნომერი ორი მოაწყო და მოუყარა თავი ამ ადამიანებს და გაუადვილა საქმე ჩვენს ამომრჩეველს იმიტომ, რომ 26 ოქტომბერს ჩვენს ამომრჩეველს ეცოდინება, რომ არჩევანი არის ორი… – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა. 

„ქალბატონი სალომე უკვე მერამდენედ არღვევს კონსტიტუციას, ვინაიდან პრეზიდენტს არ აქვს უფლება ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში, დასახოს საარჩევნო გეგმები, სტრატეგიები, შემდეგ მთავრობის დაკომპლექტების შინაარსობრივი საკითხები და ა.შ. კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, მაგრამ ჩვენ უკვე ვნახეთ რომ ქალბატონი სალომესთვის კონსტიტუცია არაფერს ნიშნავს. ეს გავარკვიეთ და რამე მოლოდინი არ გვაქვს… რაც შეეხება თავად პროცესს, მან საბოლოო ჯამში გაგვიადვილა ჩვენ საქმე და რაც მთავარია, საქართველოს მოსახლეობას გაუადვილა საქმე და დაესრულებინა ოპოზიციას ის ფარსი, რომელშიც ისინი იყვნენ და ცდილობდნენ ჩვენი მოსახლეობა მოეტყუებინათ… ქალბატონმა სალომემაც ფანჩატური ნომერი ორი მოაწყო და მოუყარა თავი ამ ადამიანებს და გაუადვილა საქმე ჩვენს ამომრჩეველს იმიტომ, რომ 26 ოქტომბერს ჩვენს ამომრჩეველს ეცოდინება, რომ არჩევანი არის ორი…“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.