“ახლო აღმოსავლეთი უფსკრულის პირას დგას” – ჟოზეფ ბორელი

41
spot_img

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთი უფსკრულის პირას დგას და ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის დეესკალაციისკენ მოუწოდა.

„ჩვენ უფსკრულის პირას ვდგავართ და უნდა მოვშორდეთ მას. უნდა დავამუხრუჭოთ და უკუსვლა დავიწყოთ“, – აღნიშნა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ირანმა შაბათს ისრაელის მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. რაკეტების უმეტესობა საჰაერო თავდაცვის სისტემის მეშვეობით ჩამოაგდეს, ძირითადად ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ. მთლიანობაში ირანმა ისრაელის მიმართულებით 300-მდე დრონი, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.