ახლა მოხდა ჩემთვის ძალიან მტკივნეული რამ, ჩამომართვეს რუსთაველის პრემია, უფრო სწორად, ბიძინა ივანიშვილმა დამიყადაღა – პაატა ბურჭულაძე 

4
spot_img

ახლა მოხდა ჩემთვის ძალიან მტკივნეული რამ, ჩამომართვეს რუსთაველის პრემია, – ამის შესახებ ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე ვიდეო-მიმართვაში აცხადებს.

პაატა ბურჭულაძის განცხადებით, რუსთაველის პრემია მას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დაუყადაღა, რადგან „უნდა, რომ მიითვისოს“.

„ჩემი ცხოვრების განმავლობაში ძალიან ბევრი სხვადასხვა ჯილდო მაქვს მიღებული, თითქმის 150-ზე მეტი. ესაა როგორც მსოფლიოს ქალაქების საპატიო მოქალაქეობა, ასევე დიდებული და უძვირფასესი ადამიანების ჯილდოები. ახლა მოხდა ჩემთვის ძალიან მტკივნეული რამ, ჩამომართვეს რუსთაველის პრემია, უფრო სწორად ბიძინა ივანიშვილმა დამიყადაღა რუსთაველის პრემია, რომელსაც მე უკვე 1991-1992 წლებიდან ვიღებდი და ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ მე მას უნდა გადავუხადო ეს პრემია და მან უნდა მიითვისოს. ვნახოთ, მე მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ძალიან გული დამწყდა, რუსთაველი მაინც რუსთაველია“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.